Wednesday, September 3, 2025

1924 წლის საბჭოთა რეპრესიები საქართველოში, კახეთი - 1924 წლის სექტემბერში სიღნაღის მაზრაში დახვრეტილები (საარქივო მასალების მიხედვით)

 

თენგიზ სიმაშვილი


1924 წლის სექტემბერში სიღნაღის მაზრაში დახვრეტილები

 (საარქივო მასალების მიხედვით)

 


      2020 წელს 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა შეიარაღებული აჯანყებიდან 100 წელი გავიდა. ჯერ კიდევ შესასწავლი და გასანალიზებელია, თუ რამდენი ადამიანი იქნა დახვრეტილი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მათ შორის კახეთში. ცნობილია, რომ თელავის და სიღნაღის მაზრებში, საბჭოთა ხელისუფლების ადგილობრივმა ძალისმიერმა სტურქტურებმა, 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით უამრავი ადამიანი დააპატიმრეს და მათი ნაწილი კი დახვრიტეს. (სიმაშვილი, თ. 2020)

     ჩვენს მიერ მოძიებული სხვადასხვა მაზრაში, მათ შორის 1924 წელს კახეთში დახვრეტილი ადამიანების საერთო სიების დეტალური ანალიზიდან ჩანს, რომ ისინი არასრულია. როგორც ირკვევა დახვრეტილების რაოდენობა ბევრად მეტი იყო. თელავის მაზრაში დახვრეტილი პირების რაოდენობის შესახებ ჩვენს კვლევაში უკვე აისახა ეს ინფორმაცია. (სიმაშვილი, თ. 2020: 53) 

     რაც შეეხება სიღნაღის მაზრას, აქაც იგივე მდგმარეობაა - საერთო სიაში არსებული დახვრეტილების რაოდენობა არასწორადაა ასახული.

      პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ იმ მასალების მიხედვით, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში  არის დაცული, 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა შეიარაღებულ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით სულ 857 ადამიანი დაუხვრეტიათ. (შსსა, 12.10: 58) საუბარი არის შსს არქივში დაცულ საქართველოს ტერიტორიაზე მაზრების მიხედვით შედგენილ დახვრეტილების საერთო სიაზე. აღნიშნული საერთო სიები ორ ეგზემპლარადაა წარმოდგენილი და ორივეს თანდართული აქვს თუ რა რაოდენობის, რა წოდების და სოციალური ფენის წარმომადგენელი ადამიანი იქნა დახვრეტილი საქართველოში 1924 წლის აგვისტო-სექტემბერში.

ამ საერთო პირველი სიის თანდართულ, დახვრეტილების შესახებ შემაჯამებელ ინფორმაციაში ვკითხულობთ: ,,კომუნისტი - 4, მენშევიკი - 372, ეროვნულ-დემოკრატი - 175, სოციალისტ-ფედერალისტი - 30, უპარტიო - 152, სხვა ანტისაბჭოთა ელემენტი - 124, ჯამში: 857’’. აქვეა ასახული დახვრეტილების რაოდენობა სოციალური წარმოშობის და საქმიანობის მიხედვით: ინტელიგენტი - 333/ თავადი და აზნაური, მუშა - 23, გლეხი-კულაკი - 300, სასულიერო პირი - 45, კომერსანტი 25. სხვადასხვა - 115 / პირები, ვისაც არ აქვთ განსაზღვრული პროფესია, ბანდიტი - 16, ჯამში: 857’’. (შსსა, 12.10: 263)

დახვრეტილების საერთო, მეორე სიას თანდართულ დახვრეტილების შესახებ  ინფორმაციაში შეცდომით არის მითითებული ციფრები, თუმცა შემაჯამებელ რაოდენობაში სწორად წერია ციფრი - 857. (შსსა, 12.10: 280-282)

       საბჭოთა პოლიტიკური პოლიციის - ,,ჩეკა’’-ს მემკვიდრე ორგანიზაცია 1924 წელს მაზრებში ატარებდა ,,პოლიტიკური ბიუროს’’ (პოლიტბიურო) სახელს. სიღნაღის მაზრის ,,პოლიტბიუროს”,* მიერ, საქართველოს ,,ჩეკა’’-ს სახელზე 1924 წლის 1 დეკემბერს, გაგზავნილ იქნა მაზრაში დახვრეტილების სია, რომელიც რუსულ ენაზეა შედგენილი. (შსსა, 12.10: 180)  

     ამ დოკუმენტში ვკითხულობთ: ,,ს.ს.ს.რ. პოლიტიკური ბიურო, კონტრევოლუციასთან, სპეკულაციასთან საბრძოლველად. თანახმად ვ/#13642/ც 21(7).11.24 მოწერილობისა, წარმოგიდგენთ  დახვრეტილი პირების სიას, ვინც იღებდნენ მონაწილეობას მენშევიკების ავანტიურაში:

1. ყაზბეგი ნიკოლოზ დიმიტრის ძე, 36 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, თავადი, საშუალო,* პარიტეტული კომიტეტის წევრი*

2. სამადაშვილი ლევან გიორგის ძე, 44 წლის, მენშევიკი, გლეხი, საშუალო, პარიტეტული კომიტეტის ხელმძღვანელი

3. ბოლგაშვილი იოსებ ივანეს ძე, 40 წლის, სოციალისტ-ფედერალისტი, გლეხი, საშუალო, პარიტეტული კომიტეტის წევრი *

4. ვაჩნაძე ვიქტორ გიორგის ძე, 27 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, თავადი, საშუალო,

5. ვაჩნაძე კოტე დავითის ძე, 35 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, თავადი საშუალო

6. ტულაშვილი ვლადიმერ ვახტანგის ძე, 48 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, აზნაური, საშუალო

7. აბაშიძე ალექსანდრე იოსების ძე, 30 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, თავადი, საშუალო

8. ვაჩნაძე კონსტანტინე მიხეილის ძე, 24 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, თავადი, საშუალო

9. ვაჩნაძე იასე კონსტანტინეს ძე, 60 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, თავადი, საშუალო

ყოფილი პოლკოვნიკი

10. ანდრონიკაშვილი დემენტი დიმიტრის ძე, 35 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, თავადი, საშუალო, ყოფილი ოფიცერი

11. ვახვახიშვილი შალვა გიორგის ძე, 37 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, თავადი, საშუალო

12. ვაჩნაძე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე, 68 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, თავადი, საშუალო

13. აბაშიძე ლევან სიმონის ძე, 35 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, თავადი, საშუალო

14. აბაშიძე ნიკოლოზ ილიას ძე, 35 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, თავადი, საშუალო

15. ჯანდიერი არჩილ რაჟდენის ძე, 24 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, თავადი, საშუალო, ყოფილი ოფიცერი

16. ანდრონიკაშვილი ლადო აბელის ძე, 27 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, თავადი, საშუალო

17. ჯანდიერი ევგენი ზაქროს ძე, 31 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, თავადი, საშუალო, ყოფილი ოფიცერი

18. ანდრონიკაშვილი გიორგი მიხეილის ძე, 22 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, თავადი, საშუალო

19. ჭავჭავაძე მალხაზ ირაკლის ძე, 28 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, თავადი, საშუალო, ყოფილი ოფიცერი

20. ბაკურაძე გიორგი ალექსის ძე, 39 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, აზნაური, საშუალო, ყოფილი ოფიცერი

21. ვაჩნაძე ანდრეი კონსტანტინეს ძე, 34 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, თავადი, საშუალო, ყოფილი ოფიცერი

22. მეღვინეთუხუცესელი ივანე გიორგის ძე, 42 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, თავადი, საშუალო

23. ჯანდიერი გიორგი ივანეს ძე, 38 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, თავადი, საშუალო

24. ვაჩნაძე მიხეილ ზაქროს ძე, 52 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, თავადი, საშუალო

25. ვაჩნაძე ნიკოლოზ დავითის ძე, 31 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, თავადი, საშუალო

26. მაისურაძე არჩილ სიმონის ძე, 30 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, აზნაური, საშუალო, ყოფილი ოფიცერი

27. აბაშიძე შალვა დავითის ძე, 32 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, თავადი, საშუალო

28. რუაძე ზაქრო ისაკის ძე, ბანდიტი

29. კობაშვილი დათა სიმონის ძე, ბანდიტი

30. მაცაშვილი დათა სარდიონის ძე, ბანდიტი

31. ჭაჭუკიშვილი არჩილ სარდიონის ძე, ბანდიტი *

32. სესიაშვილი წყალობა ივანეს ძე, ბანდიტი

33. მთვარელიშვილი გიორგი აბრამის ძე, ბანდიტი

34. მთვარელიშვილი სანდრო, ბანდიტი

35. მთვარელიშვილი დათა, ბანდიტი

36. ოსმან-მამედ-რასულ-ოღლი, ბანდიტი

37. ბოლგაშვილი ზაქრო ივანეს ძე, 53 წლის, მემარჯვენე სოციალისტ-ფედერალისტი, გლეხი, საშუალო, ყოფილი პოლკოვნიკი

38. ტავლალაშვილი სიკო თომას ძე, 23 წლის, მენშევიკი, გლეხი, საშუალო,  გურჯაანის რაიონის მენშევიკების ორგანიზაცია *

39. ჯავშანაშვილი ალექსანდრე ივანეს ძე, 33 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, აზნაური, საშუალო, ყოფილი ოფიცერი

40. ჯარალოვი ნიკოლოზ ფირუზის ძე, 26 წლის, მენშევიკი, კულაკი

41. წიწილაშვილი გენადი ილარიონის ძე, 25 წლის, მენშევიკი, კულაკი, ბანდიტი

42. კაციაშვილი შაქრო დიმიტრის ძე, 25 წლის, მენშევიკი, გლეხი, საშუალო

43. გიუნაშვილი გიორგი დავითის ძე, 36 წლის, ფედერალისტი, გლეხი, საშუალო

44. ომსარაშვილი გიორგი იოსების ძე, 23 წლის, ახალგაზრდა მარქსისტი, გლეხი, საშუალო

45. ხატიაშვილი მიხეილი დიმიტრის ძე, 37 წლის, მემარჯვენე ფედერალისტი, კულაკი, ჰქონდა კავშირი ბანდიტებთან

46. ნაცვალიშვილი ივანე ლევანის ძე, 30 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, აზნაური, საშუალო

47. მენთეშაშვილი შალვა ილიას ძე, 28 წლის, სოციალისტ-ფედერალისტი, სასულიერო წოდება, საშუალო, ჩოლოყაევის ბანდის ხელშემწყობი

48. გოგიაშვილი დიმიტრი ანდრეის ძე, 27 წლის, სოციალისტ-ფედერალისტი, სასულიერო წოდება, საშუალო, ბანდიტი

49. ნაცვლიშვილი გიორგი დავითის ძე, 44 წლის, მენშევიკი, გლეხი, საშუალო

50. ტუხაშვილი ივანე დავითის ძე, 44 წლის, მენშევიკი, გლეხი, საშუალო, თეთრგვარდიელი

51. ტუხაშვილი გიგა დავითის ძე, 46 წლის, მენშევიკი, გლეხი, საშუალო, თეთრგვარდიელი

52. დარჩიაშვილი ქრისტეფორე ზაქროს ძე, 20 წლის, ახალგაზრდა მარქისტი, გლეხი, საშუალო

53. ნადირაშვილი ალექსანდრე ვასილის ძე, 53 წლის, მენშევიკი, კულაკი, სასულირო წოდება, მაჩხაანის მენშევიკების ორგანიზაცია

54. ბეჟაშვილი ნიკოლოზ გიორგის ძე, 22 წლის. ახალგაზრდა მარქსისტი, გლეხი, საშუალო, ახალგაზრდა მარქსისტების ორგანიზაცია

55. ცისკარიშვილი იოსებ გიორგის ძე, 46 წლის, მენშევიკი, კულაკი

56. კრაწაშვილი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე, 22 წლის, ახალგაზრდა მარქისტი, გლეხი, საშუალო

57. გოგიაშვილი შაქრო გიორგის ძე, 35 წლის, მენშევიკი, გლეხი, საშუალო, გვარდიის შტაბის ყოფილი უფროსი

58. ნასყიდაშვილი ნიკოლოზ მიხეილის ძე, 40 წლის, ნაციონალ დემოკრატი, გლეხებიდან, საშუალო

59. კურხაშვილი გიგა თეოდორეს ძე, 35 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, კულაკი

60. სესიაშვილი გიორგ ლაზარეს ძე, 25 წლის, მენშევიკი, კულაკი

61. კორაშვილი ნიკოლოზ ნოდარის ძე, 40 წლის ნაციონალ დემოკრატი, კულაკი

62. ხირსელი ალექსანდრე სოლომონის ძე, 21 წლის, ახალგაზრდა მარქისტი, გლეხი, საშუალო, ახალგაზრდა მარქსისტების ორგანიზაცია

63. რცხილაძე გიორგი ნიკოლოზის ძე, 36 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, აზნაური, საშუალო

64. ნანობაშვილი გიგა ნიკოლოზის ძე, 28 ლის, მენშევიი, გლეხი, საშუალო, ყოფილი ოფიცერი

65. ნაცვლიშვილი გიორგი პეტრეს ძე, 34 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, აზნაური, საშუალო, ყოფილი ოფიცერი

       დოკუმენტს ხელს აწერს სიღნაღის მაზრის ,,პოლიტბიუროს’’ უფროსის მოადგილე, რწმუნებული ისაკაძე. მდივანია  შიბკიხი. (შსსა, 12.10: 181-182) 

     აღსანიშნავია, რომ ამ სიაში არსებული ადამიანების გვარ-სახელების ნაწილი, ზემონახსენებ საქართველოს მაზრებში დახვრეტილების საერთო სიაში, სადაც გამოყვანილია დახვრეტილი პირების რაოდენობის ჯამი, საერთოდ არ არის ასახული. ამ უკანასკნელში დახვრეტილი პირების ჩამონათვლს აკლია: ნომერი 61 - კორაშვილი ნიკოლოზ ნოდარის ძე; ნომერი 62 - ხირსელი ალექსანდრე სოლომონის ძე; ნომერი 63 - რცხილაძე გიორგი ნიკოლოზის ძე; ნომერი 64 - ნანობაშვილი გიგა ნიკოლოზის ძე; ნომერი 65 - ნაცვლიშვილი გიორგი პეტრეს ძე. სულ 4 ადამიანის გვარ-სახელი. (შსსა, 12.10: 270-271)

      ამით დასტურდება, რომ 1924 წლის აგვისტო-სექტემბერში საბჭოთა ხელისუფლების ძალისმიერი სტრუქტურების მიერ შედგენილი, საქართველოს მაზრებში დახვრეტილების საერთო სია არ შეიცავს დაზუსტებულ ინფორმაციას.

      ჩვენს მიერ მოძიებულ საარქივო მასალებში, ასევე დაცულია ამ სიის გაგზავნამდე ორი თვით ადრე - 1924 წლის 2 სექტემბერით დათარიღებული, სიღნაღის მაზრის ,,საგანგებო სამეულის’’ მიერ ჩატარებული სხდომის ოქმი, რომელსაც ესწრებოდნენ - მაზრის ,,საგანგებო სამეულის’’ ხელმძღვანელი ვარამაშვილი და მისი წევრები: აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აივაზოვი, ,,პოლიტიკური ბიუროს’’ ხელმძღვანელი გეგეჩკორი. ასევე ესწრებო,,ზაკჩეკას’’ (ამიერკავკასიის ,,ჩეკა’’-ს) წარმომადგენელი აშუკინი და ტექნიკური მდივანი ისაკაძე’’.* (შსსა, 12.10: 233)

     მიზეზი, რის გამოც თავდაპირველად არ მოვიყვანეთ ამ ოქმის შინაარსი არის ის, რომ დიდი ალბათობით ეს ოქმი შედგენილია ბევრად მოგვიანებით. ასე მოხდა თელავის მაზრაშიც, როდესაც თელავის მაზრის ,,პოლიტბიუროს’’ მიერ, 1924 წლის 1-5 სექტემბერს დახვრეტილ პირებზე, დახვრეტის მისჯის დადგენილება ერთი თვის შემდეგ, 1924 წლის 30 სექტემბერს იქნა მიღებული, უფრო სწორედ 1924 წლის 30 სექტემბერის რიცხვით იქნა გაფორმებული.  (შსსა,  6.2426: 44-56)

         საარქივო მასალებში ასევე დაცულია, სიღნაღის მაზრის ,,პოლიტბიუროს’’ მიერ, 1925 წლის 30 იანვარს საქართველოს ,,ჩეკა’’-ს სახელზე გაგზავნილი წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ 1924 წლის 2 სექტემბრით დათარიღებული სიღნაღის მაზრის ,,საგანგებო სამეულის“ სხდომის ოქმი, სადაც დახვრეტის მისჯაზეა საუბარი, სამი თვის შემდეგ  გადაუგზავნიათ.

          დოკუმენტში ვკითხულობთ: ,,საქართველოს ჩეკას, #54 I/c 21.01.1925 მომართვის პასუხად წარმოგიდგენთ, სიღნაღის მაზრის საგანგებო სამეულის 2 სექტემბრის სხდომის ოქმს, სიღნაღის მაზრაში აჯანყებაში ჩართული პირების წინააღმდეგ გამოყენებული სასჯელის უმაღლესი ზომის - დახვრეტის შესახებ. ,,საინფორმაციო პუნქტი’’ თქვენი მომართვის შესახებ გაცნობებთ, რომ გაფორმებული საქმეები დახვრეტილებზე არაა, არის მხოლოდ ,,სამეულის’’ (საგანგებო სამეული) მითითებული დადგენილება. ისინი (გაფორმებული საქმეები დახვრეტილებზე) არ არის, რადგან ,,პოლიტბიუროს’’ ყოფილმა შემადგენლობამ დროულად არ გაითვალისწინა ამ უკანასკნელის აუცილებლობა და ახლა ამ შეცდომის  გამოსწორება შეუძლებელია. საინფორმაციო პუნქტის უფროსი - თათუზოვი, რწმუნებული - ჯიჯეიშვილი’’.* (შსსა, 12.10: 233)

       აღსანიშნავია, რომ დაახლოებით იგივე სიტუაციაში იყო ჩავარდნილი თელავის მაზრის ,,პოლიტბიურო“, რომელმაც ჩანს მსგავსი დადგენილება, რომელმაც როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, დაგვიანებით 1924 წლის 30 სექტემბრის რიცხვით მიიღო. (შსსა,  6.2426: 44-56)

       რაც შეეხება რუსულ ენაზე დაწერილი ამ ოქმის შინაარსს: ,,დღის წესრიგი: თანახმად ჩკგ-ს (საქართველოს ჩეკა) ცირკულარული განკარგულებისა იმ პირების მიმართ, ვინ შემჩნეულია ავანტიურის მომზადებაში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მოისმინეს: სიღნაღის მაზრის ,,საგანგებო სამეულმა’’ ზაკჩეკას (ამიერკავკასიის ჩეკა) წარმომადგენლის აშუკინის თანდასწრებით მოისმინ ჩკგ-ს (საქართველოს ჩეკა) ცირკულარული განკარგულება უმაღლესი ზომის გამოყენებისა იმ პირების მიმართ, ვინც მონაწილეობდა ავანტიურაში - შეიარაღებული აჯანყების საბჭოა ხელისუფლების წინააღმდეგ. დაადგინ: საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ავანტიურის - შეიარაღებული აჯნყების მომზადებაში ჩართულ ქვემორე ჩამოთვლილ პირებზე გამოყენებულ იქნას უმაღლესი ზომა - დასჯ, ანუ დახვრეტა’’. (შსსა, 12.10:  252)

       ამ ტექსტს მოსდევს, სიღნაღის მაზრაში დასახვრეტად განწირული ადამიანების ჩამონათვალი. 1924 წლის 2 სექტემბრით დათარიღებული სიღნაღის მაზრის ,,საგანგებო სამეულის“ სხდომის ოქმში არსებული ეს სია ძირითადად ემთხვევა, 1924 წლის 2 დეკემბრით დათარიღებულ  სიღნაღის მაზრაში დახვრეტილების სიას, თუმცა მასში დახვრეტილ პირებზე უფრო მეტი ინფორმაციასახული. მაგალითად, 1924 წლის 2 სექტემბრით დათარიღებული ოქმის სიაშიც ნომ 1-ად დასახელებულია - ,,ყაზბეგი ნიკოლოზ დიმიტრის ძე, 36 წლის, თავადი, ნაციონალ-დემოკრატების წარმომადგენელი სიღნაღის მაზრის პარიტეტულ კომიტეტში’’; მე-2 ნომერი - ,,სამადაშვილი ლევან გიორგის ძე, 44 წლის, აქტიური მენშევიკი, მენშევიკების მხრიდან სიღნაღის მაზრის პარიტეტული კომიტეტის წევრი’’; მე-3 ნომერი - ,,ბოდგაშვილი იოსებ ივანეს ძე, 40 წლის, სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის აქტიური წევრი, ამ უკანასკნელების მხრიდან წარმომადგენელი მაზრის პარიტეტულ კომიტეტში’’; ნომერ 32 - ,,სესიკაშვილი წყალობა ივანეს ძე, რეციდივისტი და ბანიტების შემფარებელი’’;  ნომერ 36 - ,,ოსმან რასულ-ოღლი, რეციდივისტი, ქურდი’’; ნომერ38 - ,,ტაბლადაშვილი სიკო თომას ძე, 23 წლის, ორგანიზატორი, გურჯაანის რაიონის მენშევიკების პარტია, მომუშავე ზუგდიდის პ/ბიურო და წევრი ლკსმ-ში’’; ნომერ 44 - ,,ოსმარაშვილი გიორგი იოსების ძე, ენშევიკი, პროკლამაციების გამავრცელებლი’’; ნომერი 48 - ,,გოგიაშვილი დიმიტრი ილიას ძე, 27 წლის, კრიმინალი, ბანდიტი, რეციდივისტი’’; ნომერი 52 - ,,დარჩიაშვილი ქრისტეფორე ზაქროს ძე, 20 წლის, ახალგაზრდა მარქსისტი, ბრალდებულია პოლიტბიუროს წევრის მოკვლაში’’; ნომერი 53 - ,,ნადირაშვილი ალექსანდრე ვასლის ძე, 53 წლის, მენშევიკი, კულაკი, მონაწილეობდა ბოლშევიკების დახვრეტაში შეტევის დროს’’;* ნომერი 56 - ,,კრაწაშვილი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე, 22 წლის, ახლგაზრდა მარქსისტი, ორგანიზატორი მაზრის მაშტაბით, მოუწოდებდა მოსახლეობას შეიარაღებული აჯანყებისკენ’’; ნომერი 59 - ,,კურხაშვილი გიგო თეოდორეს ძე, 35 წლის, კულაკი, ეროვნულ-დემოკრატი, მონაწილეობდა ნაციონალ-დემოკრატების შეკრბებზე სოფელ მაშნარში აჯანყებაში ადამიანების გადაბირების საკითხის განხილვისას’’; ნომერი 62 - ,,ხირსელი ალექსანდრე სოლომონის ძე, 21 წლის, ახალგაზრდა მარქსისტი, ორგანიზატორი ანაგის რაიონში’’; ნომერ 64 - ,,ნანობაშვილი გიგა ნიკოლოზის ძე, 28 წლის, ყოფილი ოფიცერი, იბირებდა ადამიანებს მენშევიკების შეიარაღებულ აჯანებაში’’; ნომერი 65 - ,,ნაცვლიშვილი გიორგი პეტრეს ძე, 34 წლის, ყოფილი აზნაური, ყოფილი ოფიცერი, ჩოლოყაშვილის ბანდის ხელისშემწყობი, ეროვნულ-დემოკრატი‘’ და სხვები. (შსსა, 12.10: 285-286]

        1924 წლის 2 სექტემბრით დათარიღებულ ოქმს ხელს აწერენ, სიღნაღის მაზრის ,,საგანგებო სამეულის’’ თავმჯდომარე, პასუხისმგებელი მდივანი ვარამაშვილი*, ,,სამეულის წევრები’’: სიღნაღის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე აივაზოვი და ,,პოლიტბიუროს’’ლმძღვანელი გეგეჩკორი. ასევე, ,,პასუხისმგებელი მდივანი’’ ისაკაძე. დოკუმენტს ამოწმებს სიღნაღ,,საინფორმაციო პუნქტის’’ რწმუნებული.*

        ჩვენს მიერ მოძიებულ იქნა სიღნაღის მაზრაში დახვრეტილების შესახებ შექმნილი მესამე სია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა მაზრებში დახვრეტილების სართო სიაშია დაცული. აღნიშნული სია, საქართველოს ტერიტორიაზე 1921-1924 წლებში დახვრეტილი პირების შესახებ შექმნილ საარქივო საქმეშია მოთავსებული და როგორც ჩანს, 1924 წელს დახვრეტილების ეს საარქივო საქმე თავის გარეკანიანად, პირდაპირაა ჩაკერებული მასში. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოში 1924 წელს დახვრეტილების ამ სართო სიას წამძღვარებული საარქივო საქმის თავფურცელი, რომელსაც აწერია - ,,აგვისტოს ავანტიურის დროს დახვრეტილების საგამოძიებო საქმე. 1924 წელი“. (შსსა, 12.10: 118)

       ეს სია იწყება იმ ადამიანების ჩამონათვლით, რომლებიც როგორც ჩანს დახვრეტილ იქნენ ქალაქ თბილისში. საუბარია ამ დროს - 1924 წლის აგვისტოში, თბილისში მეტეხის ციხეში პატიმრობაში მყოფ პირებზე. (შსსა, 12.10: 152-154) შემდეგ მას მოსდევს სხვადასხვა მაზრებში, მათ შორის სიღნაღის მაზრაში დახვრეტილების საერთო სიები.

       საკმაოდ საინტერესოა, საერთო სიაში დაცული სიღნაღის მაზრაში დახვრეტილების სიის ანალიზი. მასში ვხვდებით სხვადასხვა სახის შეცდომებს, მაგალითად, 1924 წლის 2 სექტემბრის ოქმის თანდართულ დახვრეტილების სიაში მე-3 ნომერი არის ბოდგაშვილი, (შსსა, 12.10: 270-272.) დახვრეტილების საერთო სიაში უწერია ბოლგაშვილი; (შსსა, 12.10: 285-286) საერთო სიაში ანდრონიკაშვილი ლადო აბელის ძე, უწერია ასაკი 27 წლის, (შსსა, 12.10: 285-286) ზემომოყვანილ 1924 წლის 2 სექტემბრის ოქმის დახვრეტილების ჩამონათვალში ასაკში უწერია - 57 წელი; (შსსა, 12.10: 270-272.) საერთო სიაში წერია მეღვინეთხუციშვილი ივანე გიორგის ძე, (შსსა, 12.10: 285-286.) 1924 წლის 2 სექტემბრის ოქმის თანდართულ სიაში მეღვინეთხუცესოვი; (შსსა, 12.10: 270-272) საერთო სიაში წერია სიკო ავლალაშვილი, (შსსა, 12.10: 285-286.) 1924 წლის 2 სექტემბრის ოქმის თანდართულ სიაში სიკო ტაბლადაშვილი. (შსსა, 12.10: 270-272) 

       აღსანიშნავია, რომ სიღნაღის მაზრაში დახვრეტილების ყველა სიაში ერთნაირ შეცდომებსაც ვხვდებით. მაგალითად, დახვრეტილი პირი ნომერი 14 - ,,აბაშიძე ნიკოლოზ ილიას ძე, 35 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, თავადი, საშუალო’’, დაბადებული იყო 1869 წელს და დახვრეტის დროს ვერ იქნებოდა 35 წლის. ეს შეცდომა კი დახვრეტილი პირების შესახებ არსებულ ყველა სიაშია გამეორებული. საინტერესოა, რომ ნიკოლოზ ილიას ძე აბაშიძე იყო კახთ-აბაშიძეების ცნობილი გვარის წარმომადგენელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი  საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი, ქველმოქმედი. (ქშწგს.აბაშიძე)

      იმის დასადასტურებლად, რომ დახვრეტილი პირების რაოდენობა უფრო მეტი იყო, ვიდრე ასახულია საერთო სიაში, მოგვყავს სხვა მასალაც.

      საქართველოს ეროვნული არქივის ფონდებში, საქართველოს სსრ-ს ,,სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის’’ საარქივო მასალებში დაცულია, 1924 წლის ოქტომბერში თელავის და სიღნაღის მაზრის სოფლებში ჩატარებული სოფლის მოსახლეობის კრებების ოქმები. ისინი შეეხება 1924 წლის სექტემბერში სოფლებიდან მოსახლეობის, ძირითადად თავადაზნაურობის, სამღვდელოების და ინტელიგენციის განდევნის სასტიკ პროცესს. (სუიცა, 284,42: 42)

     საარქივო მასალების შინაარსის მიხედვით, სიღნაღის მაზრაში სოფლებიდან საბჭოთა ხელისუფლებისთვის მიუღებელი პირების გაძევებას, ზოგიერთ სოფელში თან ახლდა, ადამიანებზე ფიზიკური ანგარიშსწორება და ყოველგვარი სასამართლოს გარეშე მათი დახოცვა ბრბოს მიერ.*

     სიღნაღის მაზრის ახაშენ-ჩუმლაყის სასოფლო საბჭოს, 1924 წლის 2 ოქტომბრის სხდომის ოქმში სოფლიდან განდევნილი ადამიანების ჩამონათვალში დასახელებული არიან: ,,ყოფილი მღვდელი ისიდორე ვაჩეიშვილი ოჯახობით; კოლა ალექსანდრეს ძე მაჭავარიანი ცოლით; ქვრივი სონა გიჟიმყრელი შვილით და სხვა პირები. აქვე წერია - ,,დახვრეტილი გიორგი წინამძღვრიშვილის ოჯახი’’. (სუიცა, 284,42: 32] აღსანიშნავია, რომ დახვრეტილი პირების შესახებ შექმნილ, ჩვენს მიერ გაანალიზებულ არც ერთ საარქივო მასალაში, სიღნაღის მაზრაში დახვრეტილების სიებში გიორგი წინამძღვრიშვილის სახელი და გვარი არ ფიგურირებს.

     სიღნაღის მაზრის კოლაგ-ვეჯინის სასოფლო საბჭოს, 1924 წლის 3 ოქომბერს ჩატარებულ  სხდომაზე განხილულ იყო საკითხი - ,,კოლაგ-ვეჯინიდან 28-29 აგვისტოსთვის (ძვ.სტილით) შეთქმულების და საბჭოთა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ აჯანყების სამზადისის მიმხრობისთვის და ქვემორე ანიშული დანაშაულებათა ჩადენისთვის გაძევებულ თავად-აზნაურთა ისევ თავთავიანთ ოჯახებში დაბრუნების შესახებ“.  (სუიცა, 284,42: 34)

      კოლაგ-ვეჯინის სასოფლო საბჭოდან გაძევებული ადამიანების ჩამონათვალში დასახელებულია - ,,დახვრეტილი ანდრო კონსტანტინეს ძე ვაჩნაძის ოჯახობა“. (სუიცა, 284,42: 34) ეს ადამიანი, სიღნაღის მაზრის ,,პოლიტბიუროს”, მიერ, საქართველოს ,,ჩეკა’’-ს სახელზე გაგზავნილ, 1924 წლის 1 დეკემბერს მაზრაში დახვრეტილების სიაშიც არის ნახსენები. კერძოდ, ნომერი 21 - ,,ვაჩნაძე ანდრეი კონსტანტინეს ძე, 34 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, თავადი, საშუალო, ყოფილი ოფიცერი’’. (შსსა, 12.10: 254-256)

       კოლაგ-ვეჯინის სასოფლო საბჭოს ოქმში, ასევე ნახსენები არიან სიღნაღის მაზრაში დახვრეტილთა სიებში მყოფი სხვა პირები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც გააძევეს ამ სოფლებიდან: ,,დახვრეტილი ნიკო ალექსანდრეს ძე ვაჩნაძის ოჯახობა. ერთი მისი შვილი დახვრეტილია ქაქუცას ხელის შეწყობისთვის’’; ,,დახვრეტილი დომენტი დიმიტრის ძე ანდრონიკაშვილის ოჯახობა; ,,დახვრეტილი კონსტანტინე დავითის ძე ვაჩნაძის (ჭიმიაშვილიოჯახობა’’; ,,დახვრეტილი იასე კონსტანტინეს ძის ოჯახობა“. (სუიცა, 284,42: 36)

       აქვე ნახსენებია კოლაგ-ვეჯინის სასოფლო საბჭოდან გაძევებული პირი, ვისი შვილიც დახვრიტეს: ,,მიშა ანდრონიკაშვილი - ყოფილი ოფიცერი. შვილი მისი დახვრიტეს ქაქუცას ბანდის ხელშეწყობისთვის“. (სუიცა, 284,42: 36) სავარაუდოდ ის არის:  ,,ანდრონიკაშვილი გიორგი მიხეილის ძე, 22 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, თავადი, საშუალო’’. (შსსა, 12.10: 254-256)

      მასალებში ასევე დაცულია, სოფელ ბაკურციხის 1924 წლის 3 ოქტომბრის სასოფლო საბჭოს კრების ოქმი, სადაც ჩამოთვლილი არიან ამ სოფელში გაძევების პროცესის დროს დახოცილი ადამიანები: ,,ჩაქვავებული გიორგი სოლომონის ძე ვაჩნაძის ოჯახობა; ჩაქვავებული მიხეილ სოლომონის ძე ვაჩნაძის ოჯახობა; (სუიცა, 284,42: 40) და სხვები. მათ შორისაა -  ,,დახვრეტილი მიხეილ ზაქარიას ძე ვაჩნაძის ოჯახობა“. (სუიცა, 284,42: 40) ის არის დახვრეტილთა სიებში დასახელებული - ,,ვაჩნაძე მიხეილ ზაქროს ძე, 52 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, თავადი, საშუალო’’. (შსსა, 12.10: 254-256) აქვე ნახსენებია - ,,ქვრივი სოფიო ჩოლოყაშვლისა. ქაუცამ ამ ქვრივთან სამჯერ იქეიფა, რომლისთვის გაძევებული სოფიოს შვილი დაუხვრიტეს“. (სუიცა, 284,42: 41) ამ ეტაპზე, სოფიო ჩოლოყაშვლის შვილის გვარ-სახელი ვერ გამოვარკვიეთ, სხვა სახის ინფორმაციის არარსებობის გამო.

       1924 წლის 5 ოქტომბერს შემდგარ, სიღნაღის მაზრის სოფელ კარდენახის სსოფლო საბჭოს კრებაზე, სოფლიდან გაძევებულ პირების ჩამონათვალში ვკითხულობთ:  ,,ჩაქვავებული დათა ალექსანდრეს ძე, იგივე ილარიონის ძის ფორაქიშვილის ოჯახობა; ჩაქვავებული იასე  ვაჩნაძის ოლშვილი’’ და სხვები. (სუიცა, 284,42: 43) აქვე წერია - ,,დახვრეტილი ვიქტორ (ვახტანგ) გიორგის ძე ვაჩნაძის ოჯახი - დედა-შვილი’’.  (სუიცა, 284,42:  44) საუბარია დახვრეტილთა სიებში მყოფ - ,,ვაჩნაძე ვიქტორ გიორგის ძე, 27 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, თავადი, საშუალო’’-ს შესახებ. (შსსა, 12.10: 254-256)

      ამავე სიაშია: ,,ახლახანს შეთქმულებისათვის დახვრეტილი ლევან სამადაშვილის ცოლ-შვილი“. (სუიცა, 284,42: 44) ის არის დახვრეტილთა სიებში ნომერი 2 - ,,სამადაშვილი ლევან გიორგის ძე, 44 წლის, მენშევიკი, გლეხი, საშუალო, პარიტეტული კომიტეტის ხელმძღვანელი’’. (შსსა, 12.10: 254-256)

      როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სიღნაღის მაზრის ახაშენ-ჩუმლაყის სასოფლო საბჭოს, 1924 წლის 2 ოქტომბრის სხდომის ოქმში ნახსენები, დახვრეტილი პირი - გიორგი წინამძღვრიშვილი, სიღნაღის მაზრაში დახვრეტილი პირების შესახებ არსებულ არც ერთ სიაში არ ფიგურირებს. (სუიცა, 284,42: 32) ასევე, შსს-ს არქივში დაცულ სიღნაღის მაზრაში დახვრეტილების საერთო სიას, ჩამონათვალში აკლია სიღნაღის მაზრაში დახვრეტილი სულ მცირე ოთხი ადამიანი.

       ამრიგად, ჩვენს მიერ გაანალიზებული მასალიდან გამომდინარე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ აუცილებელია ახალი უფრო დეტალური კვლევების განხორციელება, 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა შეიარაღებული აჯანყების პერიოდში, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა მაზრებში დახვრეტილი ადამიანების რაოდენობის დაზუსტების, მათი ვინაობის დადგენის მიზნით.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

·        სიმაშვილი, თ., (2020) საბჭოთა რეპრესიები თელავში - 1921-1924 წლები. ნაწილი I. გამომცემლობა ,,მერიდიანი“

·        საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 42

·        შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, აღწერა 1, საქმე 2426

·        შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 12, აღწერა 1, საქმე 10

·        ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები, ნიკოლოზ ილიას ძე აბაშიძე http://www.nplg.gov.ge/ilia/ka/00011303/?fbclid=IwY2xjawHFao9leHRuA2FlbQIxMAABHQe7lKgADaAXcDZUbeLVC_5sMMWIk7HqMLCmrJ2KeUFInkNUKaAI88H5xg_aem_0A-YEQswOurRLLn-Dx-syA

 

Simashvili Tengiz


Executed in September 1924 in Sighnaghi District

(Based on Archival Materials)

 

The year 2024 marks the centenary of the anti-Soviet armed uprising of August 1924. Across Georgia, including the Kakheti region - specifically in Telavi and Sighnaghi Districts - local Soviet enforcement structures arrested numerous individuals on charges of participating in the uprising, some of whom were subsequently executed.

A detailed analysis of the comprehensive lists of those executed in Kakheti in 1924, obtained by us, reveals that these lists are incomplete. This is confirmed by materials retrieved and analyzed from the Georgian National Archives and the Ministry of Internal Affairs archives concerning those executed in Sighnaghi District. It was established that the names listed among those executed in Sighnaghi District are not fully reflected in the consolidated lists of individuals executed across Georgian districts.

According to archival materials from the Ministry of Internal Affairs, 857 individuals were executed in August 1924 for alleged participation in the anti-Soviet armed uprising. The general execution lists are preserved in duplicate and provide details such as the number, rank, and social class of those executed in Georgia during August-September 1924. However, discrepancies exist between these lists and other records of executions in Georgia.

For instance, the general list does not include the following names:

  • N61: Korashvili Nikoloz
  • N62: Son of Alexander Khirsely
  • N63: Rtskhiladze Giorgi
  • N64: Nanobashvili Giga
  • N65: Natsvlishvili Giorgi

This omission of four names suggests that the general execution list is incomplete.

Similar inconsistencies are evident in the execution records from Sighnaghi District. For example, the individual listed as "N14 – Abashidze Nikoloz, 35 years old, national democrat, prince, middle class" was reportedly born in 1869. This means he would have been 55 years old at the time of his execution, not 35. Such errors appear consistently across all versions of the execution lists. Nikoloz Abashidze, a notable member of the Kaht-Abashidze family, was a representative of the Tbilisi branch of the Society for the Spread of Literacy among Georgians and a known philanthropist.

Additional materials further confirm that the number of those executed was greater than indicated in the general list. Archival records from the "Central Executive Committee of Georgia" of the Georgian SSR, stored in the National Archives of Georgia, document meetings held in October 1924 in villages such as Telavi and Sighnaghi Districts. These records reveal the violent expulsion of individuals, primarily from the nobility, clergy, and intelligentsia, during September 1924. In some cases, this process involved physical punishment and extrajudicial killings by mobs.

One such case is documented in the minutes of the Akhasheni-Chumlaki village council meeting on October 2, 1924. These records mention the "family of the executed Georgi Tsinamdrishvili" as among those expelled. However, the name Georgi Tsinamdrishvili does not appear in any archival lists of executions from Sighnaghi District. This omission, alongside the absence of at least four names from the general list of executions preserved by the Ministry of Internal Affairs, highlights the incomplete and inconsistent nature of these records.

Therefore, it can be concluded that the officially recognized number of those executed in Sighnaghi District during August-September 1924 is inaccurate - the actual number of executions was higher.

 


 

 



* 1922 წელს ,,ჩეკა”-ს განყოფილებებს გადაერქვა სახელები და ,,პოლიტიკური ბიურო”, შემოკლებით კი - ,,პოლიტბიურო” უწოდეს

* საშუალო - სავარაუდოდ ნიშნავს ქონებრივად საშუალო შეძლების

* სავარაუდოდ საუბარია სიღნაღის მაზრის პარიტეტული კომიტეტის წევრობაზე. აღსანიშნავია, რომ თელავის მაზრის პარიტეტული კომიტეტის წევრებად არის დასახელებული 1924 წლის სექტემბერში თელავის მაზრაში დახვრეტილი რამოდენიმე პირი. შესაბამისად, თელავის და სიღნაღის მაზრებში პარიტეტული კომიტეტების არსებობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოსაძიებელი და გასაანალიზებელია.

* ზემონახსენები საქართველოს მაზრებში დახვრეტილების საერთო სია, როგორც ჩანს ამ დოკუმენტის მიხედვით იქნა შედგენილი, რადგან აღნიშნული გვარი - ბოლგაშვილი ორივე სიაში ერთნაირად წერია. განხვავებულად არის ეს გვარი დაწერილი, 1924 წლის 2 სექტემბრით დათარიღებულ ოქმს თანდართულ სიღნაღის მაზრაში დასახვრეტი  პირების ჩამონათვალში, კერძოდ - ბოდგაშვილი

 

* კიდევ ერთი დადასტურება, რომ ზემონახსენები საქართველოს მაზრებში დახვრეტილების საერთო სია როგორც ჩანს, ამ დოკუმენტის მიხედვით იქნა შედგენილი. აღნიშნული გვარი - ჭაჭუკიშვილი ორივე სიაში ერთნაირად წერია. განხვავებულად არის ეს გვარი დაწერილი სიღნაღის მაზრაში დასახვრეტი პირების, 1924 წლის 2 სექტემბრით დათარიღებულ ოქმს თანდართულ ჩამონათვალში - ჭაჭუკშვილი

* კიდევ ერთი დადასტურება, რომ ზემონახსენები საქართველოს მაზრებში დახვრეტილების საერთო სია ამ დოკუმენტის მიხედვით იქნა შედგენილი, რადგან აღნიშნული გვარი - ტავლალაშვილი ორივე სიაში ერთნაირად წერია. განხვავებულად არის ეს გვარი დაწერილი სიღნაღის მაზრაში დასახვრეტი პირების, 1924 წლის 2 სექტემბრით დათარიღებულ ოქმს თანდართულ ჩამონათვალში - ტავლადაშვილი

 

* ისაკაძე ამ ოქმის მიხედვით, ჯერ არ იყო სიღნაღის ,,პოლიტიკური ბიუროს“ უფროსის მოადგილე

 

* აღსანიშნავია, რომ სიღნაღის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლების ჯალათებმა, დახვრეტილთა სიებში მყოფი პირები ძირითადად 1-2 სექტემბრის ღამით დახვრიტეს

* გაურკვეველია რა შეტევის, სავარაუდოდ ეს ალბათ იყო წითელი არმიის კახეთში შემოჭრის პერიოდი 1921 წლის თებერვალში

* ეს არის იმ დროს სიღნაღის მაზრის კომუნისტური პარტიის პასუხისმგებელი მდივანი მ. ვარამაშვილი

* ამ პერიოდში მაზრებში არსებულ ,,პოლიტიკურ ბიუროების“ ნაწილს ,,საინფორმაციო პუნქტებს’’ უწოდებდნენ

 

* აღნიშნულ თემაზე იხილეთ ჩემი სტატია - სიმაშვილი, თ. (2024) საბჭოთა რეპრესიები თელავის და სიღნაღის მაზრების სოფლებში 1924 წლის სექტემბერში (საარქივო მასალების მიხედვით), ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. XX. თბილისი. თსუ-ს გამომცემლობა

 

 

No comments:

Post a Comment